August - აუგუსტი | ჩვენ შესახებ
top of page

ჩვენი ისტორია

ჩვენ შესახებ

1839 წელს პარიზული პრესა “ავსტრიულ საცხობზე” და იქ გამომცხვარ ხრაშუნა ფუნთუშებზე ალაპარაკდა. რიშელიეს ქუჩაზე , 92 ნომერში მდებარე საცხობი ავსტრიელ არტილერისტ, აუგუსტ ცანგს ეკუთვნოდა. ლეგენდა ბევრი არსებობს, თუმცა ისტორიულად დადასტურებული ფაქტები პირველი კრუასანის შესახებ სწორედ მის სახელს უკავშირდება. არსებობს, თუმცა ისტორიულად დადასტურებული ფაქტები პირველი კრუასანის შესახებ სწორედ მის სახელს უკავშირდება.

 

პარიზში ცხოვრების ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში აუგუსტმა არამხოლოდ კრუასანის, არამედ პურის ცხობის სეთი ტექნიკაც დაამკვიდრა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ბაგეტის ცხობასაც.

 

აუგუსტმა უდიდესი კვალი დატოვა ევროპული ცხობის კულტურაში, შთაგვაგონა ჩვენც და შევქმენით ბრენდი, რომელიც სწორედ ევროპულ ტრადიციებს იყენებს თანამედროვე ცხობის პროცესში.

 

აუგუსტის ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერიის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულობის კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის.

 

თბილისის მასშტაბით აუგუსტის 7 ფილიალია, რომელთათვისაც ჩვენს საწარმოში ყოველდრიურად, 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მზადდება პურფუნთუშეულობა და სხვა სახის მრავალფეროვანი პროდუქცია. საწარმო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალითა და ევროპული სტანდარტების უმაღლესი ხარისხის მანქანა-დანადგარებით, რის მეშვეობითაც დღეში 2-ჯერ მარაგდება ჩვენი ფილიალები და სხვა პარტნიორი კომპანიების საკვები ობიექტები.

august-b2b-აუგუსტი-b2b-თანამშრომლობა

აუგუსტის საწარმო

აუგუსტის თანამედროვე საწარმოა სწორედ ის ადგილი, სადაც სტუმრების საყვარელი არტიზანული პროდუქტები მზადდება. ჩვენი პერსონალი სურსათის უვნებლობის სტადნარტების სრული დაცვითა, და, გერმანული და იტალიური უახლესი, სმარტ დანადგარებით მუშაობს, რათა ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების დახლებზე ყოველდღიურად ახალი, გემრიელი, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი მოხვდეს. მასტერკლასები, საერთაშორისო გამოფენები, ევროპული გამოცდილების მუდმივი გაზიარება-ეს არის ის მიმართულება, რომელიც არასოდეს კარგავს მნიშვნელობას და განაპირობებს ჩვენი კომპანიის ლიდერობას ბაზარზე როგორც გემოვნური თვისებებით, ისე სტაბილური ხარისხისთა და ვიზუალით.

bottom of page