top of page

ფილიალის მენეჯერი

End of filling

term

20 დეკემბერი

ფილიალის მენეჯერი

ფუნქცია - მოვალეობები:

• ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი
• მომსახურებისა და ხარისხის კონტროლი
• პროდუქციისა და მარაგების კონტროლი, შეკვეთის გაკეთება/პროდუქციის მიღება, სალარო ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა
• უსაფრთხოების წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგი
• მომხმარებლებთან კომუნიკაცია, გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა
• ინვენტარიზაციის (გეგმიური და საჭიროების შემთხვევაში) პროცესის მართვა
• ფილიალის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის ოპტიმალური მართვა
• დაქვემდებარებულების მოტივაციასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; იდენტურ სფეროში (კვების ობიექტი, გაყიდვები)
• სავალდებულოა კვების ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა, HACCP სტანდარტები
• სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (ვერბალური კომუნიკაციისთვის)
• აუცილებელია, Microsoft Office-ს, კონკრეტულად EXCEL-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
• ლოგიკური აზროვნების უნარი
• დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• გუნდის მართვის უნარი

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00-18:00 საათი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით

რას გთავაზობთ ჩვენ?
• მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს
• სასიამოვნო სამუშაო გარემოს
• კვებაზე -30% ფასდაკლებას
• Fit pass
• სამოტივაციო წახალისებებს

მდებარეობა: თბილისის აუთლეტ მოლი


მონაცემთა შენახვის წესები:

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

bottom of page